ჭადრაკი

0:17 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუას სამეულის შანსი აქვს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალზე გასამართი ერთი ტურიღა დარჩა, ქართველ მოჭადრაკე ზურაბ სტურუას (2533) კი საპრიზო სამეულში შესვლის კარგი შანსი აქვს.

ბოლოსწინა მე-8 ტურში სტურუამ თეთრი ფიგურებით სომეხი არმენ ბარსეგიანი (2380) დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა. ზურაბი ირანელ არიან გოლამისთან (2488) ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მესამეა.
6.0 ქულით ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუსი კლემენტი სიჩევი (2537) გახლავთ, რომელსაც ჩვენებური დღეს შავი ფიგურებით ეთამაშება.
ერევნული შეჯიბრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ნიკოლოზ პეტრიაშვილია (2479), რომელიც მე-8 ტურში თეთრებით ხსენებულ სიჩევს დაუზავდა. პეტრიაშვილი 3.0 ქულით მე-7 პოზიციაზეა, დღეს კი, შავი ფიგურებით ძალებს ასეთივე მონაგარის მქონე სომეხ ტიგრან სარგსიანთან (2332) მოსინჯავს.

0.112642