სხვა

1:25 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

2016 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რიოს ეკონომიკური სარგებელი მოუტანა

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა ქალაქს ეკონომიკური სარგებელი მოუტანა. ამაზე მიუთითებს ბრაზილიის გამოყენებითი ეკონომიკურ კვლევათა ინსტიტუტის (IPEA) დასკვნა.

კვლევამ აჩვენა, რომ ოლიმპიური თამაშების გარეშე ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2015 წლების პერიოდი 7,5 პროცენტით ნაკლები იქნებოდა.

იყო შიში, რომ ოლიმპიური თამაშები ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, მეცნიერები კი მის სარგებლიანობაზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ სწორედ რიოს თამაშებმა შეამსუბუქა ეკონომიკური კრიზისი.

გარდა ამისა, თამაშებისას გაიზარდა რიოს მოსახლეობის შემოსავლები. უღარიბესი მოსახლეობის შემოსავალი 5-დან 29,3 პროცენტამდე გაიზარდა, ამასთან, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილებიც.

2016 წლის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს ჩატარდა.

www.geonoc.org.ge

0.114611