ლონდონის „არსენალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ მოდელ ამინე გიულშეზე დაინიშნა. „ღმერთის წყალობით, სამუდამოდ“ - წერს იოზილი.
„მის თურქეთი 2014-მა“ გიულშემ, იოზილი 2017 წელს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. ამინემ „მის მსოფლიოს“ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.
30 წლის იოზილი, „არსენალში“ 2013-ის ზაფხულში გადავიდა მადრიდის „რეალიდან,“ 47 მილიონ ევროდ.