ჟოზე მოურინიოს ბიოგრაფიული წიგნის ავტორი მანუელ პერეირა ამბობს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი აუცილებლად გახდება, თუ გერმანელებისან წინადადებას მიიღებს.
„ჟოზე პორტუსგალიაში, ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში მუშაობდა, მაგრამ ბუნდესლიგაში - არა. თუ ხვალ რუმენიგე დაურეკავს, „ბაიერნის“ მწვრთნელი გახდება, გარანტიას გაძლევთ, რომ დათანხმდება“, - განუცხადა პერეირამ Sport1-ს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „მანჩესტერიდან“ გასული წლის 18 დეკემბერს დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარია. ბოლო დროს „განსაკუთრებულს“ მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.