ფეხბურთი

21:01 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდსულოვანი ბლაშჩიკოვსკი

პოლონეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ღირსეული საქციელი. როგორც ცნობილი გახდა, 33 წლის ნახევარმცველი თებერვლიდან კრაკოვის „ვისლას“ ღირსებას დაიცავს, თუმცა ხელფასს არ აიღებს.

ეს ყველაფერი არაა. გარდა ამისა, თავად გაიღებს გუნდისთვის თანხას, რომ სხვა ფეხბურთელებისა და კლუბში მომუშავე პერსონალის ხელფასები დაიფაროს. „ვისლას“ სერიოზული ფინანსური პრობელები აქვს და სეზონის პირველ ნახევარში ფეხბურთელების მიმართ დავალიანებაც დაუგროვდა.

სწორედ ამის გამო, გუნდი გაკოტრების საფრთხის წინაშეა და შესაბამისად, პოლონეთის ჩემპიონატიდან მოხსნა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ბლაშიჩიკოვსკი „ვისლას“ გასულ წელსაც დაეხმარა 300 ათასი ევროს ოდენობით.

ცნობილი პოლონელი ფეხბურთელი „ვისლაში“ 2004-2007 წლებში თამაშობდა. სახელი კი „დორტმუნდში თამაშით გაითქვა, ხოლო უკანასკნელი სამი სეზონი „ვოლფსბურგში“ გაატარა, რომელიც ცოტა ხის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.114743