ფეხბურთი

1:03 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე გურეშიძე "ლოკომოტივში" ითამაშებს

თბილისის "ლოკომოტივს" ცენტრალური მცველი ალექსანდრე გურეშიძე შეუერთდა. "რკიგიზელთა" პრესსამსახურის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

23 წლის მცველი "ლოკომოტივში" ბოლნისის "სიონიდან" გადავიდა. 2018 წელს ალექსანდრემ მონაწილეობა ეროვნული ლიგის 31 მატჩში მიიღო და ორი გოლი გაიტანა.

2014/2015 წლებში გურეშიძე "ლოკომოტივის" შემადგენლობაში უკვე თამაშობდა. მაშინ, კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა. აღნიშნულ სეზონში მან ლოკოს მაისური 10-ჯერ მოირგო.

სხვადასხვა დროს გურეშიძე ფოთის "კოლხეთი 1913"-ისა და თბილისის "დინამოს" წევრი იყო. ახალწვეული "ლოკომოტივში" სამნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

0.119174