ფეხბურთი

23:14 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “კრილია სოვეტოვში” ათნომრიანი მაისურით ითამაშებს

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რუსულ “კრილია სოვეტოვთან” კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ჯანო ჯერაც მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელია, სამარაში კი იჯარის წესით ითამაშებს.

ანანიძესთან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია დღეს შედგა, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ ანანიძე “კრილია სოვეტოვში” პრესტიჟული ათნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.118553