ჩოგბურთი

20:55 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგოშიძე ფინალში დამარცხდა

15 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თამარ გაგოშიძემ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში გამართულ იუნიორთა ტურნირზე ფინალური მატჩი წააგო. მე-6 ნომრად განთესილი გაგოშიძე გადამწყვეტ შეხვედრაში მე-2 რეიტინგის მქონე შვეიცარიელ ლეა მაგუნს გაეჯიბრა და 1:6, 4:6 დამარცხდა.

მანამდე, გაგოშიძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ სოფი მუელერს 6:0, 7:5 სძლია, ჰოლანდიელ ბენტე სპეეს 7:5, 7:6 (7:5) მოუგო, მე-4 რეიტინგის მქონე ფრანგი ოსეან ბაბელი 6:2, 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გზიდან პირველი განთესვის მქონე რუსი ეკატერინა ვინიკი ჩამოიცილა – 6:3, 2:6, 6:0.
შეგახსენებთ, რომ თამარი წყვილთა შეჯიბრის ფინალშიც იყო გასული, სადაც ნინო ნაცვლიშვილთან ერთად მე-2 განთესვის მქონე ფრანგებთან (ბაბელი-ბრუნონე) 2:6, 6:1, 8:10 წააგო.

0.121338