ჩოგბურთი

19:14 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე: " მტკივნეული მარცხი წლევანდელ Australian Open-ზე"

საქართველოს ნომერ პირველმა ქალმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, ავსტრალიის ღია პირველობაზე, მისი გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ძალიან მტკივნეული მარცხი იყო.

"მტკივნეული მარცხი წლევანდელ Australian Open-ზე! რთულია როდესაც ვერ აჩვენებ შენი თამაშის მაქსიმუმს..
წინ რთული და დაძაბული სეზონი მელის, არ ვჩერდებით! შემდეგი ტურნირები ისევ ავსტრალიაში" - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე წრეში ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

0.163523