ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ბეშიქთაშის" შემტევი რაიან ბაბელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ფულჰემში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია De Telegraaf-მა გაავრცელა.
15 იანვარს ჰოლანდიელი შემტევი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. ბაბელმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 19 მატჩში ექვსი გოლი გატანა მოახერხა.