ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის ერთ-ერთი კანდიდატი საუთგეიტია. Sky Sports-ს მანჩესტერულ კლუბში აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთეს.
საუთგეიტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯერჯერობით ფეხბურთის ასოციაციას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" არავინ დაკავშირებია. ჟოზე მოურინიოს შემცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სულშერია და კლუბს სეზონის დასრულებამდე საუთგეიტთან მოლაპარეკებისთვის დიდი დრო რჩება.