ფეხბურთი

23:44 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ლივერპული“ ისევ შვიდი ქულით დაწინაურდა“

პრემიერლიგის 22-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ლიდერმა „ლივერპულმა“ სტუმრად „ბრაიტონს“ მინიმალური ანგარიშით მოუგო და უშუალო კონკურენტ „სიტის,“ რომელთანაც წინა ტურში დამარცხდა, ისევ შვიდი ქულით დაშორდა. „ქალაქელები“ თავის შეხვედრას ორშაბათს გამართავენ.

მერსისაიდელებმა კი გაიმარჯვეს, მაგრამ ბევრი წვალება კი მოუხდათ. მასპინძელმა ბრაიტონელებმა მკაცრი პრესინგით კი დაიწყეს შეხვედრა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ასეთ ტემპს დიდ ხანს ვერ გაუძლებდნენ და დაცვაში გადავიდნენ. „ლივერპულს“ კი კრეატივი და სივრცე არ ყოფნიდა ამ ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ. ამიტომ, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

შესვენების შემდეგ, „წითლებმა“ სიჩქარეს მოუმატეს და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. 50-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავადვე დაარტყა და თავისიანები დააწინაურა.

ამის შემდეგ სიუჟეტი არ შეცვლილა. „ლივერპული“ თითქოს ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ მასპინძელთა ჩხვლეტები ძალიან სახიფათო იყო და ბოლო წუთამდე შენარჩუნდა დაძაბულობა. ასეა თუ ისე, იურგენ კლოპის გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა საჩემპიონო ბრძოლაში.

“არსენალს” ბოლო დროს სტუმრად თამაში გაუჭირდა. ბოლოს, მათ პრემიერლიგაში 25 ნოემბერს გაიმარჯვეს და შემდგომ ოთხ „გასვლაზე“ მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს. ლონდონის „ოლიმპიურ“ სტადიონზეც იგივე მოხდა. „მეთოფეებმა“ პირველად ვერ გაიტანეს სტუმრად და კარისკენ ოდენ ორჯერ დაარტყეს. ნახევარშანსები კი ჰქონდათ, პირველ ტაიმში ლაკაზეტს, მეორეში ობამეიანგს, მაგრამ ვერ ივარგეს.

გამარჯვებისა კი 19 წლის დეკლაინ რაისმა გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა „ჩაქუჩების“ დებიუტანტმა, სამირ ნასრიმ გაუწია. ნასრის თვის დროზე „არსენალში“ თავადაც უთამაშია. ამჯერადაც სასარგებლოდ გაირჯა და მწვრთნელების ქებაც დაიმსახურა.

სტუმართა თადარიგშიც კი არ იყო, მესუთ იოზილი. კვირაში 350 ათასგირვანქიანი ჯამაგირის მქონე გერმანელი ნახევარმცველი. ჩანს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ის „არსენალს“ დატოვებს.

სასიამოვნოა, დღეს დიდი გუნდის მენტალიტეტით ვითმაშეთო, - თქვა შემდეგ „ვესტ ჰემის“ დამრიგებლმა მანუელ პელეგრინიმ.

„ჩელსიმ“ ცოტა ანერვიულა ქომაგები, მაგრამ „ნიუკასლი“ მაინც დაამარცხა. ანგარიში „არისტოკრატებმა“ დავიდ ლუისის ჯადო-პასის და პედროს ჯადო-დარტყმის შემდეგ გახსნეს, მერე ცოტა მოეშვნენ და ამისათვის დაისაჯნენ. ტაიმის ბოლოს „ჯორდმა“ კირან კლარკმა გაათანაბრა. თუმცა, შესვენების შემდეგ „ლურჯებმა“ უფრო მწყობრად ითამაშეს. ვილიანმა კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა, რაზედაც რაფა ბენიტესის შეგირდებმა ვეღარაფრით უპასუხეს.

ტურის სხვა თამაშებიდან კიდევ ორს გამოვყოფდით. „ბარნლი“ – „ფულემის“ მატჩში (2:1) ორი ავტოგოლი გავიდა. ორივე ფულემელებმა, ჯო ბრაიანმა და ბელგიელმა დენის ოდოიმ გაიტანეს.

„კრისტალ პალასი“ – „უოტფორდის“ შეხვედრაში (1:2), უოტფორდელმა კრეიგ კატკარტმა, ჯერ საკუთარ კარში შეაგდო, მერე კი მეტოქისაში.

კვირას „ევერტონი“ „ბორნმუთს“ უმასპინძლებს, „ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ იუნაიტედს.“ ტური კი ორშაბათს, „სიტი“ – „ვულვზის“ მატჩით დასრულდება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 22-ე ტური. 12 იანვარი

ვესტ ჰემი - არსენალი 1:0

ლონდონი. „ოლიმპიური.“ 59 946

1:0 რაისი (48)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესუელი, საბალეტა, ოგბონა, დიოპი, ანდერსონი, ნოუბლი, ნასრი (კეროლი 72), ანტონიო (ობიანგი 83), რაისი, არნაუტოვიჩი (სნოდგრასი 72)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, კოშელნი, მუსტაფი (რემზი 59), მეიტლენდ-ნაილსი (ბელერინი 71), გენდუზი, კოლაშინაცი, ჯაკა (ტორეირა 59), ლაკაზეტი, ობამეიანგი, ივობი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: მუსტაფი (46), კოლაშინაცი (60)

ბრაიტონი - ლივერპული 0:1

ფალმერი. „ამერიკან-ექსპრეს ქომიუნითი.“ 30 682

0:1 სალაჰი (50, პენ)

ბრაიტონი: ბატონი, ბონგი, დაფი, დანკი, მონტოია, სტეფენსი, გროსი (კაიალი 79), პრიოპერი, მარჩი (ნოკარი 66), მიურეი (ანდონე 66), ლოკადია

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი, ჰენდრსონი, ფაბინიო, შაჩირი (მილნერი 72), ფირმინო, სალაჰი (ორიჯი 90+6), მანე (კეიტა 89)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ნოკარი (66), ანდონე (66), კაიალი (79); მილნერი (72), კეიტა (89), ორიჯი (90+6)

ჩელსი - ნიუკასლი 2:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0 პედრო (9), 1:1 კლარკი (40), 2:1 ვილიანი (57)

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რიუდიგერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 63), ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი, აზარი (ჟირუ 87), პედრო (ჰადსონ-ოდოი 81)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ნიუკასლი: დუბრავკა, კლარკი, ლეჟენი, ლესკელესი, იედლინი (მანკილო 82), რიტჩი, ატსუ, ჰაიდენი, ლონგსტაფი, რონდონი, პერესი (მერფი 82)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ჟორჟინიო (63); რიტჩი (24)

ბარნლი - ფულემი 2:1

0:1 შიურლე (2), 1:1 ბრაიანი (20, საკ. კარში), 2:1 ოდოი (23, საკ. კარში)

კარდიფი - ჰადერსფილდი 0:0

კრისტალ პალასი - უოტფორდი 1:2

1:0 კატკარტი (38, საკ. კარში), 1:1 კატკარტი (67), 1:2 კლევერლი (75)

ლესტერი - საუთჰემპტონი 1:2

0:1 უარდ-პროუსი (11, პენ), 0:2 ლონგი (45+2), 1:2 ნდიდი (58)

0.124458