ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ერთი თავდამსხმელის დამატებას არ გამორიცხავს.
„მუნირ ელ-ჰადადის წასვლის შემდეგ, შეტევაში ერთი ადგილი გაგვითავისუფლდა. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ-ჯერობით ღიაა. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ახალი მოთამაშის შეძენას. თუ ვერა, მაშინ ვინმეს მეორე გუნდიდან დავაწინაურებთ.“ - განუცხადა 54 წლის სპეციალისტმა Goal.com-ს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის, ალვარო მორატას იჯარით აყვანას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, გადაწყვეტილება შეცვალა და ექსრეალელზე უარი თქვა.