სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

14:30 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დილის ოთხ საათზე დაიწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე სასტარტო მატჩს 14 იანვარს ჩაატარებს.

“აუსტრალიან ოუფენის” ოფიციალურ ვებგვერდზე ტურნირის სასტარტო დღის განრიგი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ბასილაშვილი მელბურნში რიგით მე-5 კორტზე, პირველივე წყებაში, თბილისის დროით 04:00 საათზე გავა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა 2019 წლის პირველ სლემტურნირზე მე-19 ნომრადაა განთესილი, მისი პირველი მეტოქე კი ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაში ფრანგ მუტეს, კანადელ ოჟიე-ვასელინსა და ესპანელ მარტინესს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.105808