ფეხბურთი

13:47 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილი სლოვაკეთიდან ჩეხეთში

ტრნავას „სპარტაკის“ აწ უკვე ყოფილი ქართველი შემტევი ვახტანგ ჭანტურიშვილი კარიერას ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ „ჟლინში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ჩეხური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ჭანტურიშვილმა ახალ გუნდთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შედეგად, ჩეხეთში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, 25 წლის ქართველი „სპარტაკში“ 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატში 10 მატჩში სამი გოლი გაიტანა, ხოლო ევროპა ლიგაზე 7 შეხვედრაში ერთხელ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება „ჟლინს“ - ჩეხეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, მესამეადგილოსან "ბანიკს" 4 ქულით ჩამორჩება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.115527