ფეხბურთი

12:46 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" ორი ახალწევული

კატალონიის „ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი შემტევი მუნირ ელ-ჰადადი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

მუნირს „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა, „სევილიამ“ 6-თვით ადრე ფეხბურთელის ყიდვა მაინც გადაწყვიტა და 1 მილიონი ევროც გაიღო.

მუნირმა „ბარსელონას“ რიგებში 56 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. იჯარით ასევე თამაშობდა „ვალენსიასა“ და „ალავესის“ რიგებშიც.

აქვე გეტყვით, რომ "სევილიამ" მუნირის გარდა, ამსტერდამის "აიაქსიდან" მაქსიმილიან ვიობერის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა.

0.112797