იტალიელი თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „სამპდორიაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ გენუური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
გაბიადინიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და 23-ნომრიანი მაისური მოირგო, ხოლო „საუთჰემპტონმა“ მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელი „სამპდორიაში“ 2013-2015 წლებში უკვე თამაშობდა. შემდეგ „ნაპოლის“ წევრი იყო, ხოლო ინგლისში 2017 წელს გადაბარგდა და „წმინდანების“ რიგებში ჩატარებულ 47 თამაშში 10 გოლი გატანა შეძლო.