ფეხბურთი

19:19 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: ნეიმარი "ბარსელონას" 5-ჯერ დაეკონტაქტა დაბრუნების შესახებ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებას ცდილობს. კატალონური Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელი „ბარსას“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს პირადად დაუკავშირდა და შესაძლო დაბრუნებაზე ესაუბრა.

როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ნეიმარი უკვე 5-ჯერ დაუკავშირდა „ბარსელონას“ პრეზიდენტს და „კამპ ნოუზე“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

„ის იმედგაცრუებულია და ბოდიშს იხდის“, - ციტირებს Mundo Deportivo ბართომეუს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა. მერე კი, პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბოლო პერიოდში კი ესპანური მედია ნეიმარის კატალონიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ხშირად წერს.

0.116674