ფეხბურთი

17:20 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია პოლონეთში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია „ლუცერნს“ ტოვებს. შვეიცარიული გუნდი მარბელიაში შეკრებაზე ქართველი ნახევარმცველის გაემგზავრა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენებური ახალ გუნდში გადავა.

ცნობისთვის, აქედანვე ვთქვათ, რომ „ლუცერნს“ შეკრებაზე გაჰყვა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ოთარ კაკაბაძე. რაც შეეხება გვილიას, კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ „გორნიკში“ გააგრძელებს.

ამის შესახებ პოლონური და შვეიცარიული გამოცემები, Futbol.pl და Luzernzeitung-ი დარწმუნებით იტყობინებიან. შეთანხმების თანახმად, გვილია პოლონურ გუნდში იჯარით ითამაშებს და ზაფხულში წესით, შვეიცარიაში უნდა დაბრუნდეს, რადგან „ლუცერნთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, ჩვენებური „ლუცერნს“ ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი უმალ დაიმკვიდრა, ლიდერადაც იქცა. თუმცა, ზაფხულში შვეიცარიულმა გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ახალი თავკაცი რენე ვეილერი კი მას არაფრით ენდობოდა. შედეგად, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „გორნიკ ზაბრჟეს“ - აუტსაიდერია და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. 20 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება, თუმცა გადარჩენის რეალურ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

0.117099