ფეხბურთი

11:17 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" უნდა ერერას, იანგს და მატას კონტრაქტი გაუგრძელოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამ ფეხბურთელს ხუან მატას, ანდერ ერერას და ეშლი იანგს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას სამივე მოთამაშის შენარჩუნება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გუნდმა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე დაიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მატას კლუბში დარჩენა სურს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პრემიერლიგის კლუბებიდან დაინტერესება არსებობს. ერერას სოლსკიაერთან კარგი ურთიერთობა აქვს და მასაც კლუბში დარჩენა სურს.

რაც შეეხება ეშლი იანგს, მას თუ მეტი სათამაშო დროს მისცემენ ისიც გუნდში დარჩენას აპირებს. თუ არადა იანგს შემოთავაზებები იტალიიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან აქვს.

0.116216