"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ პოლ პოგბა პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გუნდს დაეხმარება.
"პოგბამ ბოლო შეკრებაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. ის ნელ-ნელა ფორმაში შედის. წესით პოგბამ პრემიერლიგის 22-ე ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს"- განაცხადა სოლსკიაერმა.
პოგბამ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.