სხვა

0:47 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასში ჩაერთვებიან

დღეს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტს აიღებს მსოფლიო თასი რაპირით ფარიკაობაში (CHALLENGE INTERNATIONAL DE PARIS). ტრადიციულ ტურნირში, რომელსაც ასევე ტრადიციულად პიერ დე კუბერტენის სახელობის დარბაზი უმასპინძლებს, 254 მოფარიკავე, მათ შორის ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება, თუმცა ქართველი მოფარიკავეები ასპარეზობაში 2 საათის შემდეგ ჩაერთვებიან. დღეს, რაპირისტები 64 საუკეთესოს გამოავლენენ, რომლებიც მედლებისათვის ბრძოლას შაბათს, 12 იანვარს განაგრძობენ.

0.115901