სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. მედლების გათამაშება კი ოთხდღიანი შეჯიბრების მეორე დღიდან დაიწყება - 11 იანვარს საპრიზო სამეულები სულ შვიდ წონაში შეივსება. თავისუფალ ჭიდაობაში 65, 79, 86 და 97 კილოგრამებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში – 55, 67 და 87 კილოგრამებში.
ფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ.
ნუგზარ წურწუმია (ხობი) – ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
67 კგ.
საჩინო დავითაია (სენაკი) – მურად მიქელაძე (აჭარა)
87 კგ.
რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი) – ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
თავისუფალი ჭიდაობა
65 კგ.
ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) – ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
79 კგ.
ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ.
სანდრო ამინაშვილი (თბილისი) – ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
97 კგ.
ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი, 11:00 საათზე, წინასწარი ეტაპის ბრძოლებში ჩაებმებიან ბერძენ-რომაელები 60, 72, 97 და 130 კილოგრამებში და თავისუფლები 61, 70 და 125 კილოგრამებში. 16:00 საათზე ამ წონებში ნახევარფინალები შედგება.