ფეხბურთი

21:04 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დიჟონს" პსჟ-ს ყოფილი დამრიგებელი გაწვრთნის

55 წლის ანტუან კომბუარე "დიჟონს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. ფრანგმა სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლივიე დალოლიო ჩაანაცვლა, რომელიც ხელმძღვანელობამ წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლა. "დიჟონი" ამჟამად ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.

კომბუარემ სამწვრთნელო კარიერა "პარი სენ ჟერმენის" სარეზერვო გუნდში დაიწყო, მას შემდეგ კი "სტრასბურგს", "ვალენსიენესს", პსჟ-ს, "ჰილალს", "ლანსს" და "გენგამს" წვრთნიდა. ანტუანი პარიზულ გუნდს 2009-11 წლებში წვრთნიდა და ამ ხნის განმავლობაში პსჟ-მ 134 მატჩში 62 მოიგო და 35 შეხვედრაში დამარცხდა.

0.114511