ლებრონ ჯეიმსის მონაწილეობით, “კლივლენდ კავალიერსის” პირველ ვარჯიშს გუნდის 16723 ქომაგი დაესწრო. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ლებრონი კლივლენდურ არენაზე “კავალიერსის” მაისურით პირველად გავიდა და ამ ღონისძიებაზე ყველა ბილეთი კარგა ხნით ადრე გახლდათ გაყიდული.
“ძალიან თბილად მიმიღეს. აქაური გულშემატკივარი განსაკუთრებულია და ისინი ყოველთვის ასეთები იყვნენ”, - განაცხადა ჯეიმსმა.
გუნდის ლიდერს დაეთანხმა “კავალიერსის” ახალი დამრიგებელი დევიდ ბლატიც. “საკმარისი დრო მაქვს გატარებული კლივლენდსა და სრულიად ოჰაიოში, რათა აქაურების ზნე-ჩვეულებები გამეგო. მათი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს”.