ჩოგბურთი

19:15 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა წარმატება საამიროებში

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელები – 15 წლის თამარ გაგოშიძე და 16 წლის ნინო ნაცვლიშვილი წარმატებით ირჯებიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში მიმდინარე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე. ქართველი გოგონები წყვილებში ფინალში არიან გასულნი, ერთეულებში კი გაგოშიძე ნახევარფინალში ითამაშებს.

თამარი შეჯიბრში მე-6 განთესვითჱჩაება და 3 მეტოქე ისე დაამარცხა, სეტიც კი არ დაუთმია. გაგოშიძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ სოფი მუელერს 6:0, 7:5 სძლია, ჰოლანდიელ ბენტე სპეეს 7:5, 7:6 (7:5) მოუგო, მე-4 რეიტინგის მქონე ფრანგი ოსეან ბაბელი კი 6:2, 6:2 დაამარცხა.


თამარი ფინალის საგზურისთვის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ რუს ეკატერინა ვინიკს ეთამაშება, მე-2 ნახევარფინალში კი ერთმანეთის პირისპირ ფრანგი მაელ ლეკლერკი და შვეიცარიელი ლეა მაგუნი (მე-2 განთესვა) დადგებიან. სხვათა შორის, ამ უკანასნელმა საწყის წრეში ნაცვლიშვილს 6:2, 6:0 სძლია.
წყვილთა შეჯიბრში გაგოშიძემ და ნაცვლიშვილმა მე-4 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელებს (სპეე-ვრანკენ პეეტერსი) 7:6 (11:9), 7:5 მოუგეს, მეოთხედფინალში ბელარუსი ფალეი და რუსი ხალტურინა 4:6, 6:2, 11:9 დაამარცხეს, დღეს კი, ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ მაგუნსა და რუს რაკიტას 7:5, 6:4 მოუგეს.
გადამწყვეტ შერკინებაში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 რეიტინგით მოთამაშე ფრანგულ დუეტს (ბაბელი-ბრუნონე) გაეჯიბრებიან.

0.112913