ფეხბურთი

13:23 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ მოურინიუს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისათვის 15 მილიონი გადაუხადა

ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ყველა ფინანსური პრობლემა მოაგვარა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მანკუნიანელებს ბოლოს „ენფილდზე,“ გასვლით მატჩში უხელმძღვანელა, როცა „მანჩესტერმა“ „ლივერპულთან“ 1:3 წააგო.

Daily Mail-ის ცნობით, მანჩესტერელბმა 55 წლის სპეციალისტს, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისათვის 15 მილიონი გირვანქა (16,6 მილიონი ევრო) გადაუხადეს. ასე რომ, ჟოზემ ფინანსური პრობლემები მოაგვარა და ახლა თამამად შეუძლია სხვა კლუბის დამრიგებელი გახდეს.

მოურინიუმ „მანჩესტერი“ 2016 წელს ჩაიბარა და ორწელიწადნახევარში სამი ტიტული მოაგებინა. მანამდე მას “პორტუში,“ „ჩელსიში,“ „ინტერსა“ და მადრიდის „რეალში“ უმუშავია.

0.138799