მილანის „ინტერს“ აღარ სურს მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის შეძენა. სამაგიეროდ, ახლა მოდრიჩის თანაგუნდელის, ტონი კროოსის გადაბირება გადაუწყვეტია - წერს La Gazzetta dello Sport.
მადრიდული კლუბიდან ამის თაობაზე, ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის. ისე კი, გერმანელ შუახაზელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.