თამაშგარე

10:08 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მგლებზე“ შეყვარებული ემილი

პოლონური ფესვების მქონე ამერიკელი მოდელი და მსახიობი ემილი რათაკოვსკი ნამდვილად არ გავს რიგით ამერიკელებს. ემილის გოლფისა და ამერიკული ფეხბურთისკენ გული სულაც არ მიუწევს და ევროპელების მსგავსად, ეს გოგონაც ფეხბურთის (ამერიკელთა ენაზე “სოკერის“) დიდი გულშემატკივარია.

ემილი რატაკოვსკი ბავშვობიდან იტალიური “რომას“ დიდი ქომაგია და “სტადიო ოლიმპიკოზეც“ არაერთ თამაშს დასწრებია. ხოლო როდესაც “მგლები“ ყოველწლიურ ამერიკულ ტურნეში მიემგზავრებიან, სულ რომ ცა და დედამიწა დაიქცეს, ემილი მათ არც ერთ მატჩს არ გააცდენს და მისი დარი ერთგული ქომაგი მთელს დუნიაზე იშვიათად მოიძებნება.

რომაული კლუბის ქომაგებში სამი წლის წინ ხმებიც კი დადიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ასული ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის გულისსწორი იყო. ეს ჭორები საბოლოდ არ დადასტურდა, თუმცა სიყვარული ისეთი რამაა, როდის რა ფორმით იჩენს თავს - არავინ იცის.

0.129574