ფეხბურთი

21:08 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" "ოქროს თევზი" - წლის სიმბოლური და 8 მილიონით გაზრდილი სატრანსფერო ფასი

„გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 19 წლის ჩვენებურმა გამოკითხვის შედეგად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ყველას აჯობა და საერთოდაც, სიმბოლურში მოხვედრილ 11 ფეხბურთელში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო - 77%.

ჩაკვეტაძეს აღნიშნული აღიარება Voetbaprimeur-ის ვერსიით ერგო. სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: სინან ბოლატი („ანტვერპენი“) – 42%

მცველები: იერ ურონენი („გენკი“) – 48%, სებასტიან დევასტი („გენკი“) – 32%, ბრენდონ მეჩელე („ბრიუგე“) – 25%, იოაკიმ მაჰლი („გენკი“) – 63%

ნახევარმცველები: სანდერ ბერგი („გენკი“) – 43%, ჰანს ვანაკენი („ბრიუგე“) – 42%, პოლ-ჟოზე მპოკუ („სტანდარდი“) – 31%, გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“) – 77%

თავდამსხმელები: მბვანა სამატა („გენკი“) – 32%, ვესლი მორაესი („ბრიუგე“) – 18%

ამასთან, ჩაკვეტაძის ფასი ერთი წლის განავლობაში თითქმის 8 მილიონი ევროთი გაიზარდა. „გენტის“ „ოქროს თევზი“, როგორც გამოცემა წერს, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე ფასის მიხედვით ასეთ ევოლუციას განიცდიდა:

2018 წლის იანვარი - 1.2 მილიონი ევრო

2018 წლის ივნისი - 3 მილიონი

2018 წლის სექტემბერი - 5 მილიონი

2019 წლის იანვარი - 9 მილიონი

0.108642