ჭადრაკი

20:49 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ინდოეთში წარმატებული სტარტი აიღეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში, რომელშიც 2 ქართველი – ლევან ფანცულაია (2597) და ლუკა პაიჭაძე (2583) ჩაერთო.

დღეს, პირველი ტურის პარტიები ჩატარდა, ქართველმა მოჭადრაკეებმა კი შავი ფიგურებით ადგილობრივ მეტოქეებს სძლიეს: ფანცულაიამ კრიშნა ლაკშმი (1966) დაამარცხა, პაიჭაძემ კი – დას არპანი (1955).
მე-2 ტურში ქართველები ისევ ინდოელებს გაეჯიბრებიან, ოღონდ, უკვე თეთრებით ითამაშებენ. ფანცულაია სეშადრი სრიჯას (2210) დაუპირისპირდება, ხოლო პაიჭაძე – მიშრა ბაივაბს (2196).
ცნობისთვის, ფანცულაიას დელის ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნია, პაიჭაძე კი მეშვიდეა. შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტები ტაჯიკი ფარუხ ამონატოვი (2621) და რუსი ალექსანდრ პრედკე (2620) არიან.

0.111644