ფეხბურთი

16:25 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია ყაზახეთში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. Prosports.kz იტყობინება, რომ ლორია ამიერიდან კოსტანაის „ტობოლის“ კარს დაიცავს.

ტრანსფერის შესახებ სხვა არაფერია ნათქვამია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გიორგი თავისუფალი აგენტი იყო და ბოლო თვეების განმავლობაში უგუნდოდ იმყოფებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლორიას სხვა და სხვა პერიოდში „დინამოს“, „ოფის“, „ოლიმპიაკოსისა“ და „კრილია სოვეტოვის“ რიგებში უთამაშია. „ტობოლში“ კი ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავაც ირჯებიან.

0.11879