სხვა

22:47 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის ჩირაღდნების დასამზადებლად ფუკუშიმას ალუმინის კონსტრუქციები გადამუშავდება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ჩირაღდნების დასამზადებლად ფუკუშიმაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეთათვის ალუმინის კონსტრუქციებისგან აგებული დროებითი საცხოვრებლები გადამუშავდება.

ოლიმპიური ჩირაღდნების დასამზადებლად 10 ათასზე მეტი ალუმინის ნაჭერი იქნება საჭირო. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას დაზარალებული ფუკუშიმას პრეფექტურიდან 2020 წლის 26 მარტს დაიწყებს.

ოლიმპიური ჩირაღდნის საესტაფეტო მარშრუტი გადის მიწისძვრის შედეგად ასევე დაზარალებულ ივატესა და მიიაგის პრეფექტურებზეც. მთლიანობაში ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და იაპონიის 47 პრეფექტურას მოიცავს. 2020 წლის 24 ივლისს, თამაშების გახსნის დღეს, ჩირაღდანი ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე შეაბიჯებს.

2011 წელს ფუკუშიმაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რამაც შემდგომში ცუნამი და ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმა 1-ზე უმსხვილესი რადიაციული ავარია გამოიწვია, დაახლოებით 19 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.

www.geonoc.org.ge

0.115929