ფეხბურთი

12:32 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰალილოვიჩი „მილანიდან“ „ბეშიქთაშში“ გადავა

იტალიური „მილანის“ ნახევარმცველი, ალენ ჰალილოვიჩი, დიდი ალბათობით, კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს - გვამცნობს Football Espana.

წყაროს ცნობით, ხორვატი შუახაზელის ახალი კლუბი თურქული „ბეშიქთაში“ იქნება. ფეხბურთელის აგენტი ახლა სტამბოლში იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების პირობებს აგვარებს.

შარშანდელი სეზონი ჰალილოვიჩმა „ლას პალმასში“ გაატარა იჯარით. კარიერას კი ზაგრების „დინამოში“ იწყებდა. მერე იყო „ბარსელონა“ და „ჰამბურგი.“ წლევანდელ სეზონში მას სერია A-ს არცერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.

ხორვატიის ნაკრებში კი ჰალილოვიჩს 10-ჯერ უთამაშია.

0.123999