თამაშგარე

10:48 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაიანა სოდრემ ბრაზილია აღაფრთოვანა

ძნელია იპოვოთ სხვა ქვეყანა, რომელიც ბრაზილიას ლამაზმანმრავლობით გვერდში დაუდგება. სწორედ ამიტომაც, თითქმის მუდმივად, ბრაზილიის სამოდელო სამყაროში ახალ-ახალი ისეთი თვალისმომჭრელი სილამაზის გოგონები გამოჩნდებიან ხოლმე, რომ მათი ნახვაც კი ერთ რამედ ღირს.

ამჯერად წარმოგიდგენთ, 24 წლის ბრაზილიელ გოგონას, მოყვარულ პლაჟის ფრენბურთელს დაიანა სოდრეს, რომელიც მრავლისმნახველმა ბრაზილიის ბულვარულმა მედიამ არც მეტიკი, არც ნაკლები, გასული წლის ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და ვნებისაღმძვრელ ასულად დაასახელა.

დაიანა სოდრე თავის პროფესიულ მომავალს დიდი იმედით უყურებს და სწორედ ამის გამო, მისკენ დაძრულ სისხლაჩქროლებულ მოცლილ მამრებს ცივი უარით ისტუმრებს. ეს უკარებობა ჟიგოლოებს კიდევ უფრო მეტად ახელებს და რთული სათქმელია სადამდე გაგრძელდება “მზეთუნახავობანას თამაში“. არადა, კაცი ბრმა უნდა იყო დაინას სილამაზით პირველივე დანახვისთანავე რომ არ აღფრთოვანდე...

0.172743