„მილანის“ შემტევი, გონსალო იგუაინი, რომელიც ოფიციალურად „იუვენტუსს“ ეკუთვნის, „ჩელსიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - გვამცნობს ესპანური Marca. ლონდონური კლუბი ჯერ მის იჯარას გამოისყიდის, სეზონის მეორე ნახევარში და შემდეგ არგენტინელის შეძენას 36 მილიონ ევროდ შეეცდება.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ჩელსი“ იგუაინის ალვარო მორატაზე გაცვლას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესპანელს იჯარით „სევილიაში“ გაუშვებენ.