ინგლისის ასოციაციის თასის 1/2-ფინალში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ჩელსის" ჰარი კეინის ერთადერთი გოლით მოუგო.
კეინმა ლონდონელების მაისურით 160-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ბომბართირთა დავაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ჰარიმ უელსელ კლიფ ჯონსს გადაასწრო, რომელსაც 159 გოლი აქვს გატანილი.
"მამლების" რიგებში ყველაზე მეტი 379 გოლი ჯიმი გრივზის ანგარიშზეა. კეინს 160 გოლის გასატანად 243 შეხვედრა დასჭირდა.
ჰარიმ "ჩელსის" ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაუტანა.