ფეხბურთი

23:15 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია მზადაა, "გენტმა" მისი კონკურენტი პრემიერლიგიდან დაიმატა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა. „გენტი“ ამჟამად ესპანეთში იმყოფება შეკრებაზე და ქართველი ფორვარდიც გუნდთან ერთადაა.

სამაგიეროდ, შეკრებაზე ვერ წავიდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, საშიში არაფერია და სულ მალე შეძლებს თამაშს.

საინტერესოა, რომ დღეს „გენტმა“ ნორვეგიელი ფორვარდი ალექსანდერ სორლოთი გაიფორმა. 23 წლის ფეხბურთელმა „კრისტალ პალასში“ თამაშობდა და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 12 მატჩიც ჩაატარა. ეს ჩვენთვის იმ მხრივაა საინტერესოა, რომ ქვილითაიას პოზიციაზე ირჯება.

„გენტს“ მეორე წრისთვის მოსამზადებლად ორ კვირაზე ნაკლები რჩება. 20 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში ბრიუსელის „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს და წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარეს. წესით, ქვილითაია და ჩაკვეტაძე ორივე მზად იქნება ხსენებული თამაშისთვის.

0.121804