ფრანგული „ტულუზას“ მცველი ჟან-კლერ ტოდიბო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა კატალონურმა გრანდმა. ფრანგი ფეხბურთელი „ბარსას“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
„ძალიან ბედნიერი ვარ. „ბარსელონა“ უბრალოდ გუნდზე მეტია და მადლობა ამ ნდობისთვის. „ტულუზაში“ კი ბოლო მატჩამდე მაქსიმუმს გავიღებ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნიჭიერმა ფრანგმა.
19 წლის ტოდიბომ მიმდინარე სეზონში „ტულუზას“ რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
საინტერესოა, რომ ნიჭიერ ფრანგს მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსიც“ იწვევდნენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში „ბარსელონამ“ გაიმარჯვა.