ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. როგორც გამოცემა წერს, კატალონური გრანდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნეიმარის აგენტ პინი ზაჰავისა და ასევე მეგობარს, ალვარო კოსტას შეხვდა.
თავის მხრივ, „ბარსაში“ დაბრუნების წინააღმდეგი არც ნეიმარია, რომელიც ესპანური მედიის ვარაუდით, პსჟ-ში გადაბარგებას შეცდომად მიიჩნევს.
საინტერესოა კიდეც ერთი გარემოება: ფინანსური ფეირ-პლეის პრინცპი რის გამოც პარიზელებს შესაძლოა ერთ-ერთ ლიდერთან შელევა მოუწიოთ. ასეთ შემთხვევაში კი, პირველი ვინც პსჟ-ს დატოვების კანდიდატი იქნება, სწორედ ნეიმარია.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბრაზილიელი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა პარიზელთა რიგებში ჩატარებულ 50 მატჩში 45 გოლი გაიტანა.