ჩოგბურთი

16:23 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი სიდნეიში

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარუმატებლად ითამაშა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 823 ათასი დოლარია.

კალაშნიკოვა და გერმანელი ტატიანა მარია პირველ წრეში იაპონელ ერი ჰოზუმისა და პოლონელ ალისია როსოლსკას გაეჯიბრნენ და 5:7, 3:6 წააგეს.

0.118902