ფეხბურთი

15:33 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" მონტენეგროელი ახალწვეული

საქართველოს 4-გზის ჩემპიონმა „ტორპედომ“ 25 წლის ფეხბურთელი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მონტენეგროელი უკვე საქართველოშია და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სტიეპოვიჩი მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯება და ბოლოს ალბანურ „კასტრიოტიში“ ასპარეზობდა. იქამდე კი, 7 სეზონი სამშობლოში, „სუტიესტკას“ რიგებში გაატარა. გარდა ამისა, მონტენეგროს 21 წლამდე ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის მზადებას 9 იანვარს დაიწყებს.

0.114381