ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ჰონგ კონგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა, ამისთვის კი, კვალიფიკაციაში იაპონელ გოგონებთან 2 ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ შაფათავამ პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ ერიკა სემას 6:2, 2:6, 10:8 სძლია, დღეს კი, მე-3 განთესვით მოთამაშე მიიაბი ინუეს 6:4, 5:7, 10:8 მოუგო.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე სერბი იოვანა იაკშიჩი იქნება.
ამ წუთებში შაფათავა წყვილთა თანრიგის შეხვედრაშია ჩართული. სოფო და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი პირველი განთესვის მქონე ჰოლანდიურ-ჩეხურ დუეტს (კრაიჩეკი-სტეფკოვა) ეთამაშებიან.