არაბეთის გაერთიანებული საამიროები აზიის თასის გათამაშებას მასპინძლობს. ტურნირმა სტარტი 5 იანვარს აიღო და შესაბამისად, ჯერ პირველი ტური მიმდინარეობს.
C ჯგუფში ჩინეთის ნაკრებმა ყირგიზეთი 2:1 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მარჩელო ლიპის გუნდი ყირგიზეთთან პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალა. ჩინელები ანგარიშის გათანაბრებას ყირგიზეთის ნაკრების კარის დარაჯ პაველ მატიაშს უნდა უმადლოდნენ.
50-ე წუთზე ჩინეთმა კუთხური ჩააწოდა, ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ 33 წლის მეკარემ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი კარი დაელაშქრა. მატიაშის ქმედების აღწერა სიტყვებით მართლაც რთულია და ვიდეოში ყველაფერი ნათლად ჩანს...