ფეხბურთი

17:51 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "ჩემპიონი "ლივერპული" გახდება, რადგან გვარდიოლას "სიტი" დაცვაში საშინლად თამაშობს"

ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება. როგორც მან Mirror-ს განუცხადა, პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ დაცვის ხაზში საშინლად თამაშობს, ხოლო იურგენ კლოპის „ლივერპული“ ყველა რგოლში დაბალანსებულია.

„გვარდიოლა თავის გუნდებს მხოლოდ შეტევაში ავარჯიშებს და სწორედ ესაა მისი სუსტი წერტილი. როდესაც მის გუნდს თავის დაცვა სჭირდება, საშინელება იწყება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრემიერლიგას „ლივერპული“ მოიგებს, რადგან „სიტიზე“ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.

ხარისხობრივი თვალსაზრისით „ლივერპული“ ფავორიტი არაა, რადგან მის კონკურენტს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, კლოპმა თავისი გუნდი ნამდვილ მებრძოლ მანქანას გადააქცია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. მნიშვნელობა არ აქვს ბურთს აკონტროლებს თუ არა „ლივერპული“, ხოლო გვარდიოლას პრობლემა სწორედ ესაა. „სიტის“ შეუძლია ლამაზად თამაში, მაგრამ არ აქვს სწორი სულისკვეთება. მომწონს ამ გუნდის თამაში, თუმცა, „ლივერპული“ თავის საქმეს ფანტასტიკურად აკეთებს“, - განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ პრემიერლიგას „ლივერპული“ ლიდერობს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით უსწრებს.

0.066459