ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
ეგვიპტელმა შემტევმა ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინსა და „ჩელსის“ შემტევ ედენ აზარს აჯობა.
სალაჰმა დეკემბერში 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.