29 წლის ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჰონგ კონგში იმყოფება, სადაც ძალებს 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში სცდის.
სოფო საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება და პირველივე წრეში ურთულესი ბრძოლა გადაიტანა მე-7 ნომრად განთესილ იაპონელ ერიკა სემასთან. ყველაფერი მე-3 სეტში გადაწყდა, რომელიც ჩვენებურმა სათავისოდ დაასრულა და საბოლოოდ 6:2, 2:6, 10:8 მოიგო.
კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში შაფათავას მეტოქე კიდევ ერთი იაპონელი, მე-3 განთესვის მქონე მიიაბი ინუე იქნება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეულ ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკსა და ჩეხ ბარბორა სტეფკოვას ეთამაშებიან.
ცნობისთვის, სოფოს WTA-ს რეიტინგში 453-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი 2014 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 186-ე ჩოგანი იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ ეხლა ვნახე განაცხადი და მარტო ლომთაძე და კუზილოვია. დანარჩენები არ წერია და იქნებ სხვებზეც მოიძიოთ ინფორმაცია, რატომ არ არიან?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
იმისთვის მაინც გმადლობთ, რომ დაწერეთ ჩვენების მედლების შანსის შესახებ, მაგრამ დალოცვილებო 3 წინადადებიან სტატიას რომ დებთ, არ ჯობია ცოტა მეტი აქცენტი გააკეთოთ საკმაოდ პოპულარული სახეობის მსოფლიო ჩემპიონატზე (!!!), მით უმეტეს თუ 2 წონაში მედლის შანსი გვაქვს??? ქვეყანაში ჩამკვდარ და ამძაღებულ სპორტზე - ფეხბურთზე წუთში ხუთ კილომეტრიან სტატიას რომ დებთ, ზემოთ მოცემულზეც გააკეთეთ აქცენტი.
ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზუსტადაც თქვენი (სპორტული ჟურნალისტების/მედიის) ბრალია ის სიტუაცია რაც საქართველოში სუფევს: ხალხი ფეხბურთის იქით, რომ ვერ იხედება და ყოველ წელი იზულიით იწყება გინდა საკლუბო, გინდა სანაკრებო დონეზე. და ხალხი 20 წლის მანძილზე რომ ვერ ჩაწვდა იმ მარტივ სინამდვილეს რაც ფეხბურთის მიმართულებით გვაქვს ქვეყანში, ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ ამ სპორტში და მუდამ დამსხვრეული ილუზიებით იცხოვრებს ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი კიდევ მრავალი "20 წელი". ამიტომ გაანათლეთ ეს ხალხი და აჩვენებთ, რომ მსოფლიოში სხვა სპორტიც არსებობს და ყველაფერი არ მთავრდება ფეხბურთით. ასწავლეთ ხალხს, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მაგალითად ძალოსნიბითაც შეიძლება, რაგბითაც, კალათბურთითაც, ძიუდოთიც და დაჟე ბადროს ტყორცნითაც. ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს. თორემ თუ ისევ განაგრძობთ თქვენს სტილს (წუთში 5 კილომეტრიანი სტატია ფეხბურთზე, ხოლო 3 წინადადებიანი სხვა სპორტზე წელიწადში ერთხელ), ისევ ეგონება ქართველ გულშემატკივარს, რომ მომავალ ლიგაზე ქართული გუნდი იასპარეზებს, ხოლო ამ მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში მთელი წელი იმითი ინუგეშებს თავს, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეულად წააგო 2:0 რუმინეთის ჩემპიონთან (რუმინეთი ხომ ბევრად მაღლა დგას ქართულ ფეხბურთზე ამიტომ არაუშავს). ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ევროპისა თუ მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფს ფრთაგაშლილი ოპტიმიზმით და პირველი ადგილის მოთხოვნით დავიწყებთ, ხოლო როცა მიზანი ჩავარდება და ბოლოსწინა ადგილზე გავა საქართველო, მომავალ ციკლამდე იმით ინუგეშებენ თავს რომ მაინც პროგრესია, რადგანაც წინა ციკლში ბოლოვე გავედით ამიტომ ერთი ადგილით დავწინაურდით, თან ჯგუფში ტოპ-კლასის ნაკრებები გვყავდა. და ასე უკუნითი უკუნისამდე... :-)))))
თურმანიძე რატომ არ არის?
წარმატებები ბიჭებო !