ფეხბურთი

11:58 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "სიტის" ფეხბურთელი იყიდა

მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ ბრაჰიმ დიასი შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ გავლენიანი გამოცემების ცნობით, „სიტი“ 15 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 7 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

დიასმა „რეალთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მედიის წინაშე დღეს წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს ინგლისურ გუნდში დაასრულებს და „რეალს“ ზაფხულში შეუერთდება.

0.121797