კალათბურთი

23:27 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის 20 ქულა იტალიაში

“დინამო კალიარის” ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ იტალიის სერია A2-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა.

სარდინიელებმა აღმოსავლეთ დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “მონტეგრანაროს” უმასპინძლეს და დიდი ხნის განმავლობაში წინაც იყვნენ, თუმცა, ბოლო მეოთხედი 17:32 წააგეს და 72:83 დამარცხდნენ.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. გიგამ 29:52 წუთის განმავლობაში 20 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
ჯანელიძემ 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია და არც მის წინააღმდეგ დაჯარიმებულან.
“დინამო კალიარის” 15 ტურში 12 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავაც ბოლო მე-16 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, სტუმრად, “ფორლისთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111191