საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში სენსაციები გრძელდება. „ანჟერის“ შემდეგ, რომელიც მეექვსე დივიზიონის ბინადარ „ვირი-შატილონთან“ (0:1) დამარცხდა, გათამაშებას მარსელის „ოლმპიკი“ გამოეთიშა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდი მეოთხე დივიზიონის ბინადარ „ანდრეზიესთან“ ვერაფერს გახდა და 0:2 წააგო.
ნგვაბიესა და მილიას გოლებით „ანდრეზიემ“ ისტორიაში გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა და 1/16 ფინალში გავიდა. „მარსელი“ კი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და ფრანგული მედიის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია შესაძლოა მალე უსამსახუროდ დარჩეს.